ენა

საქართველოს ძალისხმევას შერიგებისა და დემოკრატიული განვითარებისთვის ძირის უთხრის  კრემლი,  ჩინეთის ეკონომიკური გავლენის გაფართოება კი მავნე ზეგავლენით ემუქრება ქვეყანას. ამ მავნე ზეგავლენებისადმი ქვეყნის მედეგობას ხელს შეუწყობს USAID-ის მხარდაჭერა.   USAID-ის პროგრამები მხარს უჭერს საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების გაძლიერებას, ამცირებს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, გარე მავნე ზეგავლენის ეკონომიკურ ზემოქმედებას და ამყარებს ინფრასტრუქტურის დაუცველი სექტორების კიბერუსაფრთხოებას. 

USAID-ის პროგრამები დასახულ მიზანს აღწევენ ადგილობრივი ინსტიტუტების და თემების გაძლიერებით, მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნით, სოციალური ინკლუზიის და თანასწორობის მხარდაჭერით. საქართველოს ყველა ეთნიკურ და რელიგიურ თემში,  განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში  იქმნება სამოქალაქო აქტიურობისთვის საჭირო პლატფორმები. ენერგომომარაგება ხშირად ხდება მანიპულირების მიზეზი, სწორედ ამიტომ USAID  ხელს უწყობს საქართველოს ენერგო უსაფრთხოებას, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში ინტეგრაციას და უზრუნველყოფს  კონკურენტუნარიან და დივერსიფიცირებულ ენერგეტიკულ ბაზარს.

მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ მედეგობის გაზრდის ხელშემწყობი პროგრამები.
USAID/საქართველოს დაფინანსებით ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები ბევრ პროგრამას ახორციელებენ ქვეყნაში. პროგრამების მიზანია ხელი შეუწყოს  კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებში ეკონომიკური ზრდისა და სამოქალაქო აქტივობის სტიმულირებას, დეზინფორმაციისა და კიბერთავდასხმების წინააღმდეგ მდგრადობის გაზრდას, დამოუკიდებელი ადგილობრივი მედიის მხარდაჭერას და საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენი პროგრამების გვერდებს.