ენა

საქართველო, ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა კავკასიის რეგიონში, მდებარეობს შავ ზღვასთან და მას ესაზღვრება რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი კასპიის ზღვიდან. საქართველო  ენერგო რესურსების სატრანზიტო დერეფანია ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.  USAID თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და მოსახლეობასთან, რათა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და კანონის უზენაესობას.  ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს მედეგად გაუმკლავდეს კრემლის გავლენას და ხელი შეუწყოს ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

USAID საქართველოში მუშაობს 1992 წლიდან. ამ დროიდან ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1,9 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს. ამჟამად, USAID ინვესტირებას ახორციელებს 39 პროგრამაში, რომელთა საერთო ღირებულება  373 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო წლიური ბიუჯეტი  70 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.

USAID-ის მიმდინარე პროგრამები ორიენტირებულია: ეკონომიკური რეფორმების, კერძო სექტორის ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რათა უკეთ  მოხდეს მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება. ჩვენ  ვუწყობთ ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესებსა და სამოქალაქო აქტივობებში; ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას მწვანე ენერგიის ხელშეწყობისა და ავტორიტარული სახელმწიფოებიდან იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად; დეზინფორმაციული ნარატივების მიმართ მდგრადობის გაზრდას და განათლებისა და პროფესიული უნარების გადამზადების სისტემების გაუმჯობესებას, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს სტუდენტებისა და სამუშაო ძალის პროფესიულ წარმატებას; განვითარების ეს მიზნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო აგრძელებს ევრო კავშირისკენ ინტეგრაციას 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.