USAID საქართველოში მუშაობს 1992 წლიდან. ამ დღიდან ამერიკელმა ხალხმა 6 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს ( USAID-ის საშუალებით 1,9 მილიარდი დოლარის), რაც მიზნად ისახავს ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას, კეთილდღეობის ხელშეწყობას და დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებას. ამჟამად, USAID ინვესტირებას 40 პროგრამაში ახორციელებს, რომელიც მთლიანობაში 373 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და რომლის წლიური ბიუჯეტი შეადგენს 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტს. USAID-ის მიმდინარე პროგრამები ორიენტირებულია: ეკონომიკური რეფორმების, ასევე კერძო სექტორის ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობაზე; დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რათა უკეთ მოხდეს მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება; ხელს ვუწყობთ მეტ მოქალაქეს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ქალებს, ახალგაზრდებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესებსა და სამოქალაქო აქტივობებში; ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას მწვანე ენერგიის ხელშეწყობისა და ენერგო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით; დეზინფორმაციული ნარატივების მიმართ მდგრადობის გაზრდას; და განათლებისა და პროფესიული უნარების გადამზადების სისტემების გაუმჯობესებას, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს სტუდენტებისა და სამუშაო ძალის პროფესიულ წარმატებას; განვითარების ეს მიზნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო აგრძელებს ევრო კავშირისკენ ინტეგრაციას.