გიზირებთ ქალების ისტორიებს მთელი საქართველოდან, რომლებსაც USAID-თან პარტნიორობით წვლილი შეაქვთ აყვავებული, დემოკრატიული და ევროპული ქვეყნის მომავალის შექმნაში. გოჰარ აღჯოიანი ახალგაზრდა ფსიქოლოგია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაგალიდან. გოჰარი თავდაპირველად თბილისში ჩამოვიდა ფსიქოლოგიის შესასწავლად. ამჟამად მუშაობს ფსიქოლოგად, ტრენერად და მოხალისედ, რომელიც ხელს უწყობს ეთნიკურად სომეხ ახალგაზრდა ქალებსა და გოგონებს.
„ამ სოფელში მცხოვრები დანარჩენი ყველა გოგო და ქალივით, მეც ვიზრდებოდი ძალიან ჩუმ, მორცხვ და სხვებზე დამოკიდებულ ადამიანად, რადგან საზოგადოების ნორმებიდან გამომდინარე, კარგი გოგო უნდა ყოფილიყო მორჩილი და უარი უნდა ეთქვა ინდივიდუალიზმზე“ - ამბობს გოჰარი.
ბავშვობაში გოჰარს ბევრი ოცნება და მიზანი ჰქონდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ისინი არარეალური იყო საზოგადოების სტანდარტების გამო. „ხშირად მიწევდა ამ მიზნებზე ჩუმად ფიქრი და შემდეგ მათი დავიწყება, რადგან ყველა მიმეორებდა, რომ იმდენი უნდა მეოცნება, რამდენის უფლებასაც საზოგადოება მაძლევდა. მეც ეგრე ვაკეთებდი“ - იხსენებს გოჰარი
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გენდერული თანასწორობის ტრენინგ-კურსში მონაწილეობის შემდეგ, გოჰარი შეუერთდა ნინოწმინდის ახალგაზრდულ, საზოგადოებრივ ცენტრს, რომელსაც USAID-ის მხარდაჭერით ხელმძღვანელობდა საქართველოს გაეროს ასოციაცია. ცენტრმა გოჰარს შესაძლებლობა მისცა უშუალოდ ჩართულიყო აქტივობებში საქართველოს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წევრების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.
USAID-ის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროექტში (PITA) მონაწილეობისას გოჰარი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ბევრ სოფელს და სკოლას ეწვია. ის ბევრ ახალგაზრდას დაეხმარა პიროვნულ განვითარებაში და შესაძლელობა მიეცათ პოზიტიური ზეგავლენა მოეხდინათ თავიანთ რეგიონში.
მიუხედავად იმისა, რომ გოჰარი თავიდან ნერვიულობდა, გამოცდილება დაეხმარა მას თავდაჯერებულობის მოპოვებაში. პატარა გოგონა, რომელსაც ეშინოდა ყველასი და ყველაფრისი, თავისი ოცნებებისაც კი, იმდენად გაძლიერდა, რომ სხვების ოცნებებისთვის დაიწყო ბრძოლა“ - ამბობს გოჰარი.
„USAID-ის პროგრამის ფარგლებში შევხვდი უამრავ ძლიერ ქალბატონს, სხვადასხვა თემისა და ეროვნების წარმომადგენელ ადამიანებს… ზუსტად ამ საზოგადოებაში გავიაზრე, ვინ ვიყავი და რა მინდოდა სინამდვილეში. გავბედე და ავირჩიე ის პროფესია, რომელიც მინდოდა” - ამბობს გოჰარი. „ამ პროგრამიდან და ადამიანებისგან, რომლებიც USAID-ის პროგრამის ფარგლებში გავიცანი, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რომ დავიწყე მანიპულაციის აღიარება, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, საკუთარი თავის და სხვა გოგონების დაცვა“.
მას შემდეგ გოჰარი გახდა ტრენერი ისეთ თემებზე, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, პროფესიული განვითარება და სტრესის მართვა და ის ატარებს უფასო ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს ეთნიკურად სომხური თემის ქალებთან და გოგოებთან. ის ასევე აწარმოებს ბლოგს ინსტაგრამზე, სადაც უზიარებს თავის გამოცდილებას, სირთულეებს და პრობლემების გადაჭრის ტექნიკას ახალგაზრდა გოგონებისთვის.
დღეს ვარ წარმატებული ქალი, რადგან ვარ ძლიერი და დამოუკიდებელი. USAID-ის მხარდაჭერით საქართველოში მცხოვრები ბევრი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ, მათ შორის ჩემიც.