ენა

USAID-ის პროგრამა კერძო სექტორი პროფესიული განათლებისათვის მიზნად ისახავს უმუშევრობის შემცირებას და ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, მაღალ-ანაზღაურებადი სამუშაო შესაძლებლობების და დასაქმების მაძიებელთა ცოდნის და უნარების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანის გზით.

USAID/საქართველო იწყებს  ახალ, ხუთწლიან პროგრამას - „კერძო სექტორი პროფესიული განათლებისათვის“. ინიციატივა ხელს შეუწყობს უმუშევრობის შემცირებას და ეკონომიკის მდგრად ზრდას მაღალ-ანაზღაურებადი დასაქმებისთვის საჭირო  ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარების გზით.  პროგრამა, რომელსაც  საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი (IESC) ახორციელებს, ითანამშრომლებს კერძო საწარმოებთან და მხარს დაუჭერს სტუდენტებს, სამუშაოს მაძიებლებს და პროფესიონალებს მიიღონ საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის მოთხოვნადი ცოდნა და უნარ-ჩვევები.

“კერძო სექტორზე დაფუძნებული განვითარებადი ეკონომიკა მოითხოვს მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალას, რომელსაც გააჩნია თანამედროვე ეკონომიკისათვის საჭირო ინსტრუმენტები. საქართველოს სტუდენტებს და პროფესიონალებს დიდი პოტენციალი აქვთ და შეგვიძლია მათ ამ პოტენციალის რეალიზებაში დავეხმაროთ“- განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა საქართვლოში, პიტერ ვიბლერმა.

“ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობას ხელს შევუწყობთ არამარტო დასაქმდნენ, არამედ წვლილი შეიტანონ ეკონომიკის განვითარებაში. ამავდროულად, ჩვენ ბიზნესთან და სამრეწველო ჯგუფებთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. დამსაქმებლებთან თანამშრომლობით შევქმნით ისეთ  პროგრამებს, რომლებიც საქართველოს სამუშაოს მაძიებლებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან, ხოლო საქართველოს ბიზნესს უზრუნველყოფს ისეთი უნარჩვევების მქონე სამუშაო ძალით, რომელიც მათ სჭირდებათ. ”

პროგრამა ორიენტირებული იქნება ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომელთაც ზრდის მაღალი პოტენციალი გააჩნია. კერძო სექტორის ჩართულობა სამუშაო ძალის მომზადება-გადამზადებაში ხელს შეუწყობს უმუშევრობის შემცირებას და ამავდროულად საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა  მოწყვლად კატეგორიების, მათ შორის სოფლის მოსახლეობის, ქალების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების გადამზადების პროგრამებში ჩართვას და მათ დასაქმებას.
 

Image