ენა

USAID -ის ახალ 2020-2025 წლების ქვეყნის განვითარებისა და თანამშრომლობის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება საქართველოში ადგილობრივი მმართველობის გაძლიერებაზე. ჩვენ ხელს შევუწყობთ გამჭირვალე, მოქალაქეზე ორიენტირებულ მმართველობას, რომელიც გაზრდის საზოგადოებრივ ნდობას  დემოკრატიული პროცესების და არჩეული პირების მიმართ.

ძლიერ საჯარო საფინანსო მენეჯმენტს გადამწყვეტი როლი ენიჭება დემოკრატიის კარგი ფუნქციონირებისათვის. ეფექტური და გამჭირვალე ფინანსური მენეჯმენტი გადასახადების გადამხდელებს სათანადო საჯარო სერვისებით უზრუნველყოფს, რასაც მოჰყვება დემოკრატიული პროცესებისადმი მზარდი ნდობა და მეტი სამოქალაქო აქტიურობა. ეს ვირტუალური წრე აძლიერებს დემოკრატიული ინსტიტუტებს და დემოკრატიულ მმართველობას.

საქართველოსთვის მსგავსი შესაძლებლობლობის მიცემის მიზნით, USAID დემოკრატიული მმართველობის პროგრამამ ითანამშრომლა საქართველოს სამ მუნიციპალიტეტთან- ქუთაისში, დედოფლისწყაროსა და დუშეთში. არსებული თანამშრომლობის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს მხარი დავუჭირეთ საბიუჯეტო პროცესის გაძლიერებაში, რაც თავის მხრივ წარმოადგენს გადამჭრელ კომპონენტს საჯარო ფინანსების ეფექტურად და გამჭირვალე მენეჯმენტისათვის. შედეგად  სამმა მუნიციპალიტეტმა  ფინანსთა სამინისტროსგან მიიღო 700 000 ლარი გრანტი სახით, რომელიც დადებითად აისახება ადგილობრივ თემებზე.  მაგალითად, დუშეთის ადგილობრივი მთავრობა ხუთ საბავშვო ბაღში დაამონტაჟებს გათბობის სისტემებს და ააშენებს ხუთ სპორტულ დაწესებულებას. ქუთაისის ადგილობრივი მთავრობა ფონდებს ინსფრასტრუქტურის პროექტებზე დახარჯავს, რომელიც მოსახლეობის მიერ USAID-ის მხარდაჭერილ მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის ფარგლებში შეირჩა.

ეს სამუშაოები საჯარო ფინანსების მენეჯმეტის რეფორმების ნაწილია, რომელსაც USAID მხარს უჭერდა 2007 წლიდან, თავდაპირველად სახელმწიფო დონეზე და ეხლა უკვე ადგილობრივ დონეზეც. გაუმჯობესებული ადგილობრივი ფინანსური მენეჯმენტის წახალისების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დამატებით გრანტებს გამოყოფს იმ მუნიციპალიტეტებზე, ვინც გარკვეულ ნიშნულს მიაღწია. USAID ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებს დააკმაყოფილონ სტანდარტები, გადაამზადონ ადგილობრივი ბიუჯეტის ექსპერტები, რათა მათი შესაძლებლობები შეესატყვისებოდეს ეროვნულ სტანდარტებს, შეძლონ პრიორიტეტების დასახვა, მოქალაქეებთან კონსულტაციების გამართვა, ბიუჯეტის ბროგნოზირება და შესრულება. USAID ასევე თანამშრომლობს მუნიციპალიტეტებთან და ხელს უწყობს საჯარო საფინანსო მენეჯმენტში გენდერული ანალიზის შეტანას.

საბოლოო ჯამში,  USAID ამ სტანდარტების და პრაქტიკის დანერგვას 17 მუნიციპალიტეტში გეგმავს, რაც წვლილს შეიტანს საქართველოს მთავრობის უფრო ფართო ძალისხმევაში ხელი შეუწყოს ანგარიშვალდებულ და მოქალაქეზე ორიენტირებულ საჯარო ფინანსურ მმართველობას საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში.


 

Image