ენა

USAID აგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას და ხელს უწყობს მოქალაქეებზე ორიენტირებულ მმართველობას, რომელიც ეფუძნება გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის პრინციპებს. მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭომ  2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა მიიღო, რაც პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს. გეგმა ინკლუზიური პროცესის შედეგად შემუშავდა , რომელშიც მონაწილეობდნენ ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭო, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები  და საერთაშორისო დონორები, მათ შორის USAID.

გეგმა  USAID-ის  საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოსთვის გაწეული მხარდაჭერას გაგრძელებაა. თავად საბჭოს დაფუძნება განაპირობა  გლობალურ ინიციატივაში - ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს მონაწილეობამ.  ღია მმართველობის პარტნიორობა ხელს უწყობს მმართველობის და საჯორო სერვისების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. 2021-2022 წლების გეგმა მიზნად ისახავს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდას, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა მეტ ჩართულობას.  USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) მჭიდროდ თანამშრომლობს ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოსთან და ეხმრება ივლისში მიღებული გეგმის ვალდებულებების განხორციელებაში.

აღსანიშნავია, რომ  პარლამენტს ხელს ვუწყობთ მოქალაქეთა ჩართულობის ახალი მექანიზმების დანერგვაში. ამის მაგალითია  ჩვენს მიერ მხარდაჭერილი განახლებული საპარლამენტო ვებ გვერდი parlament.ge. ახალი ვებგვერდი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მოითხოვონ და მიიღონ ინფორმაცია რეალურ დროში, ასევე წარადგინონ პეტიციები და საკანონმდებლო ინიციატივები მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ელექტრონული ფორმებით. ამასთანავე USAID მხარს უჭერს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას  ახალი ვებგვერდის შესახებ, მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს აქტიურად მოითხოვონ ინფორმაცია და მონაწილეობა მიიღონ საკანონმდებლო პროცესების შესახებ გამართულ საჯარო დისკუსიებში. 

COVID-19-ის პანდემიის დროს გაიზარდა სახელმწიფო ხარჯებსა და მმართველობის სხვა ასპექტებთან მიმართებაში ძლიერი საპარლამენტო და სამოქალაქო ზედამხედველობის საჭიროება. ვეხმარებით რა საქართველოს დაძლიოს პანდემიით გამოწვეული ჯანდაცვის, ეკონომიკური და მმართველობითი გამოწვევების დაძლევაში, USAID აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გაძლიერებას, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტური მმართველობის ხელშეწყობით.     

Image