ენა

USAID მხარს უჭერს 35-ზე მეტ პროგრამას საქართველოში რათა გააძლიეროს მავნე ზეგავლენის მიმართ ქვეყნის მედეგობა, გააძლიეროს დემოკრატიული მიღწევები,  უზრუნველყოს მაღალანაზღაურებადი დასაქმება და ეკონომიკური ზრდა. 

მიმდინარე პროგრამები: 

ადამიანის და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება (HICD)

●       პარტნიორი: The Kaizen Company, LLC 
●       განხორციელების ვადა: 12/21/2020 – 12/22/2025

პროგრამის  მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში USAID-ის სტრატეგიული პარტნიორი ორგანიზაციების, ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესებას. აღნიშნული ორგანიზაციებია სამთავრობო, არასამთავრობო, ან მომგებიანი როგორც  კერძო, ისინი ვისაც მნიშვნელოვანიწვლილი შექავთ საქართველოს დემოკრატიისს განვითარებასა და კეთილდღეობაში.  USAID-ის ტექნიკური მხარდაჭერა  ხელს უწყობს პარტნიორი ორგანიზაციების ორგანიზაციულ მთლიანობას, ოპერატიულ ეფექტიანობას  და მათ  გრძელვადიან ფუნქციონირებას.

 

ადგილობრივი მმართველობის პროგრამა

●       პარტნიორი: Tetra Tech ARD
●       განხორციელების ვადა: 02/07/2022 – 07/06/2027   

 პროგრამა, დეცენტრალიზაციის რეფორმების ფარგლებში, მხარს უჭერს საქართველოში უფრო ეფექტიან და ანგარიშვალდებულ ადგილობრივ ხელისუფლებას. ახალი პროგრამა  გააძლიერებს ადგილობრივი მთავრობების შესაძლებლობებს მოქალაქეებზე პასუხისმგებელი საჯარო სერვისების მიწოდებისა და ადგილობრივი მმართველობის ეკოსისტემაში ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიზნით.  პროგრამა პრიორიტეტს მიანიჭებს  გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების და  მოქალაქეთა ჩართულობას. პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის 2020-2025 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებას საქართველოს 22 მუნიციპალიტეტში. 

 

ანგარიშვალდებულების, სამართლიანობისა და რეფორმების ხელშეწყობა არჩევნებში

●       პარტნიორი: ISFED
●       განხორციელების ვადა: 08/01/2019 – 03/31/2025

USAID-ის მხარდაჭერით პროგრამა რეკომენდაციების შემუშავებით და საარჩევნო რეფორმების ადვოკატირების გზით ხელს უწყობს საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებას. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის არჩევნებისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პროცესების შესახებ ობიექტური და დამოუკიდებელი შეფასების მიწოდებას სანდო და ინოვაციური მეთოდოლოგიის გამოყენებით. ასევე ხელს უწყობს საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდას დარღვევების აღმოჩენისა და მათზე დროული რეაგირების მეშვეობით; ასევე საარჩევნო დარღვევების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციებს გასცემს საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა ორგანოებზე.


 განათლება მომავლისთვის

●       პარტნიორი: Chemonics International  
●       Dates: 05/21/2023 – 05/30/2028

პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს გააძლიეროს მასწავლებელთა საგანმანათლებლო პროგრამები, მეტი შესაძლებლობები შეუქმნას სკოლების ხელმძღვანელობას  და მხარი დაუჭიროს სკოლის ავტონომიის პოლიტიკას, რაც საშუალებას აძლევს ცალკეულ სკოლებს მიიღონ მეტი გადაწყვეტილება. USAID თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და მის დაქვემდებარებულ უწყებებთან, საჯარო და კერძო სკოლებთან და უნივერსიტეტებთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან, რათა გააუმჯობესოს საგანმანათლებლო პოლიტიკა, პროცესები და მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიან და სამართლიან განათლებას დაწყებით, საშუალო და უმაღლეს საფეხურებზე.

 

განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისათვის

●       პარტნიორი: კულტურულ -ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
●       განხორციელების ვადა: 02/19/2021 – 02/18/2025

 განხეთქილების დაძლევის პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის (ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოების, მეწარმეების და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს) დიალოგსა და თანამშრომლობას ორმხრივი ინტერესის სფეროებში. 


დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა საქართველოში

●       პარტნიორი: McLain Association for Children  
●       განხორციელების ვადა: 05/14/2020– 01/05/2025   

 პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა და  დამოუკიდებელი ცხოვრების მოდელის ხელშეწყობა, რათა შშმ პირებმა სრულყოფილად შესძლონ საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა.  პროგრამა თანამშრომლობს საქართველოს ექვსი მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მთავრობებთან, რათა გააძლიეროს მათი შესაძლებლობები, მიაწოდონ გაუმჯობესებული საჯარო სერვისები და ხელი შეუწყონ შშმ პირების დამოუკიდებელ ცხოვრებას. პროგრამა დამოუკიდებელი ცხოვრების მოდელს საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებსაც გააცნობს.



დამსაქმებლები  პროფესიული განათლებისთვის

●       პარტნიორი: International Executive Service Corps
●       განხორციელების ვადა: 05/03/2021 – 05/02/2026

პროგრამის  მიზანია მოსახლეობის ხელშეწყობა ისეთი უნარ-ჩვევების შეძენში, რომელსაც მოითხოვს კერძო სექტორი და აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის. კერძო სექტორთან ერთად პროგრამა აფინანსებს და ქმნის გადამზადების პროგრამებს, რომლებიც ხელს შეუწყობს უმუშევრობის შემცირებას. პროგრამის ფარგლებში გადამზადდება 5 000 პირი,  ბიზნესის 30 წარმომადგენელს შესაძლებლობა ექნება გრძევადიანი პარტნიორობა დაამყაროს ტრენინგის განმახორციელებლებთან, მოხდეს 7 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება კერძო სექტორიდან. გადამზადებულ პირთა  35% იქნება  რეგიონებიდან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებიდან.  გადამზადებულთა  45%  იქნება ქალი. 


ეკონომიკური მმართველობის პროგრამა

●       პარტნიორი: Deloitte    
●       განხორციელების ვადა: 12/18/2019 - 12/17/2024    

პროგრამა პარტნიორობს საქართველოს მთავრობასთან, რათა მხარი დაუჭიროს ბიზნესის წარმოებისთვის მნიშვნელოვან მარეგულირებელ გარემოს და ხელი შეუწყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას, ამავდროულად ხელს უწყობს ევროკავშირი-საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოთხოვნების შესრულებას. აქტივობის, მათ შორის ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერით, USAID აძლიერებს საქართველოს შესაძლებლობას მოიზიდოს კერძო სექტორის ინვესტიციები, რაც საქართველოს ბიზნეს გარემოს უფრო გამჭვირვალე, პროგნოზირებად, თანმიმდევრულ, ინკლუზიურ და ხარჯთეფექტურს ხდის. შიდა და საერთაშორისო კერძო სექტორის ინვესტიციების მოზიდვის ეს გაზრდილი შესაძლებლობები და ვალდებულება  საქართველოს მეტი ეკონომიკური რესურსით უზრუნველყოფს, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის კეთილდღეობას. 


 ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა

●       პარტნიორი: Deloitte Consulting LLP
●       განხორციელების ვადა: 06/01/2021-05/29/2026

USAID-მა პროგრამა დაიწყო 2021 წელს, რაც ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკული  რესურსების დივერსიფიკაციას, ქმნის მდგრად, კონკურენტუნარიან,  გამჭირვალე  და საერთაშორისო ინვესტორებისათვის მიმზიდველ ბაზარს. USAID თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან, რათა განახორციელოს რეფორმები ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით საქართველოს ნაკისრ ვალდებულებებთან და კლიმატთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, შეამციროს დამოკიდებულება გარე მავნე აქტორებზე, ააშენოს ძლიერი, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე ენერგეტიკული ბაზარი და შევქმნათ მდგრადობა როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანის მიერ წარმოქმნილი რისკების, მათ შორის კიბერუსაფრთხოების საფრთხეების მიმართ.
 

ერთიანობა მრავალფეროვნებაშია

●       პარტნიორი: საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
●       განხორციელების ვადა: 07/22/2022 – 07/21/2027

პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს კომპლექსური ეროვნული ჩარჩოს შექმნაში, რომელიც  ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს მოუხსნის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ბარიერებს და გაამარტივებს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს, რათა მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ეროვნულ და ადგილობრივ პოლიტიკაში და გააძლიერონ სოციალური და ეკონომიკური კავშირები უმცირესობასა და უმრავლესობას შორის. პროგრამა ასევე ხელს უწყობს უმცირესობებს ჩაერთონ მთავრობის პოლიტიკის შემუშავებაში, როგორიცაა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის (SCEI) 2021-2030 წლების განხორციელება.


ეროვნული პარკებისა და ეკოტურიზმის პროგრამა

●       პარტნიორი: The Department of Interior
●       განხორციელების ვადა: 09/30/2019 – 09/30/2024

ეროვნული პარკებისა და ეკოტურიზმის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამა  საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით ხელს უწყობს საქართველოს გაუფრთხილდეს და დაიცვას ეროვნული პარკები და დაცული ტერიტორიები. ამავდრულად ეხმარება მიმდებარე თემებში ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას.  პროგრამის მიერ გაწეული ტექნიკური დახმარება ხელს უწყობს ტურიზმს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამასთანავე ხელს უწყობს  საქართველოს რეპუტაციის ზრდას, რომელიც რეგიონალური ლიდერია ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიების პროფესიონალურად მართვის საკითხში. 

 

თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო-პოლიტიკური ციკლი 2019-2022 წლებში

●       პარტნიორი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  (საია)
●       განხორციელების ვადა: 07/11/2019 – 03/31/2025

USAID-ის მხარდაჭერით საია ხელს უწყობს  ანგარიშვალდებული და გამჭირვალე საარჩევნო პროცესების განხორციელებას საქართველოში. პროექტის მიზანია არჩევნებამდე, არჩევნების პროცესში და მის შემდეგაც განახორციელოს პოლიტიკურ- საარჩევნო პროცესების მონიტორინგი და კვლევა, რომელიც ადვოკატირებით, ცნობიერების ამაღლებით და სტრატეგიული სამართალწარმოებით გადაჭრის პრობლემებს.

 

ინვესტი- საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამა

  • პარტნიორი: DAI

  •  განხორციელების ვადა: 12/28/2022 – 09/30/2024

USAID მხარს უჭერს აწარმოე საქართველოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ხელი შეუწყოს ექსპორტის დივერსიფიკაციას საქართველოს მთავრობას, ქართულ საწარმოებსა და საერთაშორისო მყიდველებს შორის ექსპორტის ხელშემწყობი სერვისების მიწოდებით. პროგრამის ფარგლებში USAID-ი ორეტაპიან მიდგომას იყენებს: 1) USAID-ისა და აწარმოე საქართველოს მიერ ერთობლივად გამოვლენილ მიზნობრივ ბაზრებსა და სექტორებში ექსპორტისთვის მზა კომპანიების სწრაფი შეფასების ჩატარება; და 2) შერჩეული კომპანიებისა და საერთაშორისო მყიდველების დაკავშირება და ტრანზაქციების ხელშეწყობა.

 

ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამა

●       პარტნიორი: Zinc Network Limited        
●       განხორციელების ვადა: 09/22/2020 – 09/21/2025

პროგრამა მიზნად ისახავს დეზინფორმაციის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს მოსახლეობის მზაობის განმტკიცებას. ის აერთიანებს დაინტერესებულ მხარეებს - მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორს, მედიას და აკადემიურ წრეს - რათა შემუშავდეს საქართველოს საინფორმაციო სივრცის დაცვისათვის საჭირო მიდგომები.  USAID ხელს უწყობს ადგილობრივ აქტორებს, რომლებიც აქტიურად ებრძვიან დეზინფორმაციას და უზრუნველყოფენ საქართველოს მოსახლეობის ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციასთან წვდომას.   

 

კრიტიკული ინფრასტრუქტურის კობერუსაფრთხოების პროგრამა

●       პარტნიორი: DAI
●       განხორციელების ვადა: 6/2/2023 - 5/31/2026 

კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გასაძლიერების მიზნით USAID მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. USAID, კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს საქართველოს ინფორმაციის უსაფრთხოების  კანონის სრულ დანერგვას და კიბერუსაფრთხოების კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობას. USAID ასევე ეხმარება საქართველოს კიბერუსაფრთხოების პროფესიონალების ადამიანური კაპიტალის განვითარებას მენეჯმენტის ტრენინგებისა და  პლანშეტური სავარჯიშოების მეშვეობით. გარდა ამისა, USAID მხარს უჭერს საკანონმდებლო რეფორმებს, რათა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ერთეულებს საშუალება მისცეს გამოიყენონ ქლაუდი და მოახდინონ შენობის გარეთ მონაცემთა შენახვა კატასტროფის შემთხვევაში აღდგენისა და ბექაფისთვის (ინფორმაციის დაზღვევის მიზნით) ინფორმაციის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. 

 

მედია პროგრამა

●       პარნიორი: IREX 
●       განხორციელების ვადა: 08/05/2022 – 08/04/2027

USAID-ის მედია პროგრამა მუშაობს სამოქალაქო რელევანტური, ფაქტებზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი ინფორმაციის წყაროების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. USAID-ის მედია პროგრამა მიზნად ისახავს მედიის წარმომადგენლების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, კვლევებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული კონტენტის შექმნით, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს ეთიკისა და ხარისხიანი ჟურნალისტიკის სფეროში და შესაბამისი და მიმზიდველი იქნება მოქალაქეებისთვის.

 

მცირე პროექტების დახმარება

●       პარტნიორი: მშვიდობის კორპუსი
●       განხორციელების ვადა: 08/01/2018 – 09/30/2027

პროგრამა მრავალ ქვეყანაში ხორციელდება, რაც მოიცავს თანამშრომლობას USAID-სა და მშვიდობის კორპუსს შორის, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი მოსახლეობისა და ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდით, ხელს ვუწყობთ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.  ღია კონკურსის გზით მშვიდობის კორპუსის მოხალისეებსა და მათ კოლეგებს შორის გაიცემა მცირე გრანტები და ტარდება ტრენინგები, რაც აისახება ადგილობრივ თემებზე, ინდივიდებზე და ორგანიზაციებზე. ტრენინგები უზრუნველყოფს ქართველი პარტნიორების შესაძლებლობების განვითარებას ძირითად სფეროებში, მათ შორის პროექტის დიზაინისა და მენეჯმენტის, ორგანიზაციული განვითარებისა და ინგლისური ენის პროფესიონალებისთვის. მცირე გრანტების სქემა, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდით, მშვიდობის კორპუსის მოხალისეებს საშუალებას აძლევს, დაეხმარონ თავიანთ ადგილობრივ პარტნიორებს საზოგადოების პრიორიტეტების იდენტიფიცირებაში და ადგილობრივი განვითარების წინსვლაში.

 

საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების  მხარდაჭერა საქართველოში

●       პარტნიორი:  არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმი      (CEPPS)
●       განხორციელების ვადა: 04/01/2019 – 03/31/2025

პროგრამის  მიზანია  დემოკრატიული პროცესების საშუალებით საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და საჭიროებების უკეთ ასახვას. პროგრამა გააძლიერებს პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო ჯგუფების, მუნიციპალური მთავრობის და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შესაძლებლობებს, რათა გაამყაროს ანგარიშვალდებული პოლიტიკის და მმართველობის საფუძველი საქართველოში. 
 

საარჩევნო პროცესების მონიტორინგი უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში

●       პარტნიორი: საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო
●       განხორციელების ვადა: 09/18/2019 – 03/17/2025

პროგრამა მიზნად ისახავს საარჩევნო უფლებების,  პროცედურების და საარჩევნო სისტემების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით  ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერას.  საქმიანობა მოიცავს ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში და კახეთში) საარჩევნო პროცესების სრული ციკლს მონიტორინგს, ამომრჩეველთა ეთნიკური უმცირესობების საგანმანათლებლო პროგრამებს და  უმცირესობების საარჩევნო და პოლიტიკური უფლებების კვლევას.

 

საბაზისო განათლების პროგრამა

      პარტნიორი: RTI International  
●       განხორციელების ვადა: 01/06/2020 – 01/05/2026   

საბაზისო  განათლების პროგრამა ხელს უწყობს თანამედროვე სასწავლო მეთოდების შემუშავებას, რომელიც დაფუძნებული იქნება აშშ-ს მთავრობის მიერ საქართველოს განათლების სისტემაში  წინა წლებში განხორციელებულ ინვესტიციებზე.  საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების გათვალისწინებით, პროგრამა ხელს უწყობს მდგრადი, ინკლუზიური და მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო რეფორმების განხორციელებას. კერძოდ, ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხარდაჭერას, ინტერაქტიული სასწავლო მეთოდების შემოღებას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა   წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, ამოცანის ამოხსნის და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას. 

 

 სამართლის უზენაესობის პროგრამა 

●       პარტნიორი: East-West Management Institute
●       განხორციელების ვადა: 01/01/2022 – 03/12/26

პროგრამა პარტნიორობს საქართველოსთან, რათა გააძლიეროს საქართველოს სასამართლო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, ეფექტურობა და ანგარიშვალდებულება და გაზარდოს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. პროგრამის საშუალებით წარსულში წარმატებულად განხორციელებული რეფორმების საფუძველზე, USAID ხელს უწყობს საქართველოს გააძლიეროს კანონის უზენაესობა. USAID თანამშრომლობს საქართველოს სასამართლოებთან, მოსამართლეებთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან და უნივერსიტეტებთან კანონის უზენაესობისა და ადამიანზე ორიენტირებული მართლმსაჯულების პრინციპების გასაუმჯობესებლად.

 

სამოქალაქო განათლების პროგრამა

●       პარტნიორი: პროექტი ჰარმონია
●       განხორციელების ვადა: 03/18/2022 – 03/17/2027

პროგრამა ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების განვითარებას საქართველოში. მოსწავლეთა სამოქალაქო და დემოკრატიული ჩართულობის გაუმჯობესებით პროგრამა ხელს უწყობს სკოლებში სამოქალაქო განათლების გაძლიერებას და  კერძო სექტორის ჩართულობას სამოქალაქო განათლების სფეროში;  მხარს უჭერს სტუდენტებს გაიუმჯობესონ ტექნოლოგიების გამოყენების უნარები, რათა დახვეწონ თავიანთი სამოქალაქო დღის წესრიგი და მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიებში.
 

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა

●       პარტნიორი: აღმოსავლეთ - დასავლეთ მართვის ინსტიტუტი
●       განხორციელების ვადა: 11/01/2021 – 10/31/2026

პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას,  მდგრადობას და მოქალაქეზე ორიენტირებულ დემოკრატიულ განვითარებას საქართველოს რეგიონებში.  სამოქალაქო საზოგადოებასთან (ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეებზე) პარტნიორობით, მოქალაქეებს მეტი შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ დემოკრატიული მმართველობის და მათთვის საჭირბოროტო საკითხების მოგვარების პროცესებში. 


საქართველოს აუდიტის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება 

●       პარტნიორი: მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახური (GAO)
●       განხორციელების ვადა: 06/01/20 – 12/31/2025

საქართველოს აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს სამთავრობო სააგენტოების მიერ საჯარო ფონდების გამოყენების გამჭირვალობასა და ანგარიშვალდებულებას.  პროგრამის ფარგლებში  ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის აუდიტის ცენტრი საქართველოს აუდიტის სამსახურს ხელს შეუწყობს განავითაროს თავისი შესაძლებლობები, ჩაატაროს შესრულების აუდიტი, რომელიც შეაფასებს მთავრობის დანახარჯების გავლენას და შედეგებს.
 

საჯარო მმართველობის პროგრამა

●       პარტნიორი: DAI Global LLC       
●       განხორციელების ვადა: 12/12/2022 – 12/11/2027

 პროგრამა მიზნად ისახავს საქათველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რათა უზრუნველყოს მოქალაქეების მიმართ  პასუხისმგებელი მმართველობა, რომელიც ეფუძნება უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობასა და ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. პროგრამა გააძლიერებს ანგარიშვალდებულების სისტემებს, პროცედურებსა და მექანიზმებს როგორც მმართველ, ისე დამოუკიდებელი ზედამხედველობის ინსტიტუტებში და მათ უნარს, მოემსახურონ და ეფექტიანად დაუკავშირდნენ საზოგადოებას. ეს მოიცავს მოქალაქეებზე პასუხისმგებელი მმართველობის „მოთხოვნის მხარის“ გაძლიერებას, ლოკალიზაციის მცდელობების მხარდაჭერას და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის უფლებამოსილებას, მოითხოვონ მმართველობითი ინსტიტუტების ანგარიშვალდებულება. პროგრამა პირდაპირ თანხვედრაშია აშშ-ს ადმინისტრაციის ინიციატივასთან, რომელიც დემოკრატიის გადახალისებას გულისხმობს, რაც წარმოადგენს პოლიტიკის მიღწევებისა და საგარეო დახმარების პროგრამების ახალ საეტაპო ნაკრებს, რომელიც მნიშვნელოვნად გააფართოვებს და განაახლებს აშშ-ს მთავრობის მუშაობას დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით, ისევე როგორც ადამიანის უფლებების დაცვას გლობალურად.

 

 სახალხო დამცველის ოფისის მხარდაჭერა

●     პარტნიორი: სახალხო დამცველის ოფისი   
●    განხორციელების ვადა: 06/15/2022 – 09/16/2024

USAID-ის ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა დაცვის გაზრდას და მხარს უჭერს სახალხო დამცველის ოფისს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებელ ადამიანის უფლებების დამცველ და ზედამხედველობით.  პროგრამები ხელს შეუწყობს სახალხო დამცველის აპარატის შიდა შესაძლებლობების გაძლიერებას და დაეხმარება მას საქართველოს კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობით განსაზღვრული ზედამხედველობის ფუნქციების უფრო ეფექტურად შესრულებაში. USAID-ის მხარდაჭერა საშუალებას აძლევს სახალხო დამცველის ოფისს გააფართოვოს თავისი საქმიანობა რეგიონებში და უფრო ეფექტური მონიტორინგი და რეაგირება მოახდინოს ადამიანის უფლებების დარღვევებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

პოლიტიკური პარტების დაფინანსებისა და საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგი

●       პარტნიორი: საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო
●       განხორციელების ვადა: 08/29/2019 – 03/31/2025

პროგრამის მიზანია პოლიტიკური დაფინანსებისა  და ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო პერიოდში გამოყენების მონიტორინგი. აქტივობები მოიცავს წამყვანი პოლიტიკური პარტიების პარალელური ხარჯვის მონიტორინგის ჩატარებას, პარტიების შემოსავლის/ხარჯების ანგარიშგების მონიტორინგს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების ანგარიშგების ზედამხედველობას და არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მონიტორინგს.


 პროგრამა პარტნიორობა გაძლიერებისათვის

●       პარტნიორი: UNDP
●       განხორციელების ვადა: 03/10/2022 – 03/09/2027

პროგრამას ახორციელებს გაეროს განვითარების ორგანიზაცია, გაეროს სააგენტოებთან პარტნიორობით, რომლის ფარგლებშიც დახმარებას ვუწევთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. პროგრამა ეფუძნება წარმატებებსა და გამოცდილებას, რომლებიც მიღებულ იქნა წინა და მიმდინარე პროგრამული ინიციატივებიდან და მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებული თემების მხარდაჭერას და გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობას. პროგრამა მიზნად ისახავს ხარისხიანი ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ახალგაზრდების და პროფესიული კავშირების გაძლიერებას კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შორის, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობას, მოსახლეობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას და თემების გაძლიერებას. 

 

ფინანსური ინოვაციების პროგრამა

●       პარტნიორი: Palladium International, LLC
●       განხორციელების ვადა: 02/08/2023 - 02/07/2028

USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა მიზნად ისახავს დივერსიფიცირებული საინვესტიციო რესურსების და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების ნაკადის გაზრდას საქართველოს კერძო სექტორში, რაც ბიზნესს დაეხმარება გაფართოებაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და დამატებითი კერძო ინვესტიციების მოზიდვაში. პროგრამის მეშვეობით USAID  დასაქმების გენერირების მაღალი პოტენციალის მქონე საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებაზეა ორიენტირებული. საქართველოს ფინანსური სისტემის გასაძლიერებლად და დივერსიფიკაციის მიზნით, USAID ასევე თანამშრომლობს არატრადიციულ ფინანსურ პროვაიდერებთან, რათა ჩამოაყალიბოს ინვესტიციების მობილიზაციის პლატფორმა, რომელიც წაახალისებს ინვესტიციებსა და ინოვაციებს. 
 

შუა დერეფნის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროგრამა

  • პარნიორი: Deloitte Consulting
  • განხორციელების პერიოდი: 08/02/2024 – 08/02/2029

USAID, შუა დერეფნის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროგრამის ფარგლებში, თანამშრომლობს საქართველოსთან რათა ხელი შეუწყოს კერძო/საჯარო კაპიტალის მოზიდვას და საქართველოს, როგორც ალტერნატიული დერეფნის სიცოცხლისუნარიანობის გაზრდას. პროგრამა გააძლიერებს ქვეყნის პოზიციებს შუა დერეფანში; ხელს შეუწყობს ევროკავშირთან სავაჭრო და სატრანსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიკაციას; ინვესტირებას განახორციელებს სამგზავრო ტრანსპორტში და შეამცირებს საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის უარყოფით გავლენას გარემოზე. როგრამის მიზანია შექმნას  ათასობით სამუშაო ადგილი და  კეთილდღეობა და ეკონომიკური  შესაძლებლობები  საქართველოს მოსახლეობისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანას შექმნას უფრო მრავალფეროვანი, დასავლეთზე ორიენტირებული ეკონომიკა, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული მავნე აქტორებზე.


USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა

●       პარტნიორი: CNFA
●       განხორციელების ვადა: 07/29/2022-07/28/2027

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა გაზრდის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არსებულ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე და საქართველოს სხვა მოწყვლადი რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ ჩართულობას. USAID საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან პარტნიორობით ხელს შევუწყობთ ინკლუზიურ, მდგრად და კერძო სექტორის ხელმძღვანელობით მიმდინარე განვითარებას, ამავდროულად დავეხმარებით  რეგიონულ და სახელმწიფო ბაზრებზე კავშირების დამყარებას და ვუზრუნველვყოფთ გენდერული თანასწორობის, ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებას.