ენა

USAID გაგვაცნობს საქართველოში მცხოვრებ იმ ადამიანთა ისტორიებს, ვინც USAID-თან პარტნიორობით ქვეყნის აყვავებულ,
დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს აშენებს. სალომე ართმელაძე, ქრაუდფანდიგის პლატფორმა ორბელიანი მეტის
ხელმძღვანელია. USAID-ის მხარდაჭერით პლატფორმა ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს მათთვის მნიშვნელოვანი
საკითხებისთვის საჭირო თანხების მოზიდვაში.

„საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბევრი ისეთი ადამიანია, ვისაც სურს თავისი თემი, სოფელი თუ ქალაქი უკეთესობისკენ შეცვალოს“,
- ამბობს სალომე ართმელაძე. „ჩვენ გადავწყვიტეთ, ადამიანებს მივცეთ საშუალება, დააფინანსონ თავიანთი საინტერესო იდეები
ქრაუდფანდინგის საშუალებით. ასე შეიქმნა პლატფორმა ორბელიანი მეტი, რომლის ისტორიაც დიდწილად ძლიერი ქალების მონდომებისა
და შრომის შედეგია“.

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა შერჩეული ინიციატივების თანადაფინანსებით მხარს უჭერს
პლატფორმას ორბელიანი მეტი. კერძოდ, როდესაც მოქალაქეები პრიორიტეტული ინიციატივების დაფინანსებისათვის საჭირო
თანხის 30 პროცენტს აგროვებენ, USAID უზრუნველყოფს დარჩენილი 70 პროცენტის დაფინანსებას. „USAID-ის მხარდაჭერით, ორბელიანი მეტი პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელი გახდა სოციალური ინიციატივების განხორციელება საქართველოს ყველა რეგიონში, საზოგადოების ყველა წევრისთვის“, - ამბობს სალომე.

USAID-მა განახორციელა მოქალაქეთა ისეთი ინიციატივების თანადაფინანსება როგორებიცაა: მეკლდეურთა კლუბის დაარსება
სოფელ ნიქოზში, რუსთავის ახალგაზრდული თეატრის აღჭურვა, წიგნების დარიგება შორეულ მთიან თემებში და მრავალი სხვა.

სალომესთვის ეს ინიციატივები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ ეროვნულ დონეზე. „ქრაუდფინდინგი
გულისხმობს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებას საზოგადოების მხარდაჭერით, რაც თავის მხრივ
აძლიერებს ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას”
დასასრულს, სალომემ გაგვიზიარა მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ ქალებს წარმართონ სამოქალაქო ძალისხმევა: „ჩემი
რჩევა ქალებს - ნუ შეგეშინდებათ საკუთარი თავის, იდეებისა და ღირებულებების დაცვა … გახსოვდეთ, რომ თქვენი, როგორც ქალის
უნიკალური ხედვა, გამოცდილება და წვლილი მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობისა და ქვეყნის მასშტაბით
განხორციელებული პოზიტიური ცვლილებებისთვის.

Image
People Want to Change Their Community for the Better